თბილისის საქალაქო სასამართლომ ანა დოლიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა

საქართველო, თბილისი - 12:00 | 07.06.2018
ნანახია: 781

თბილისის საქალაქო სასამართლომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, ანა დოლიძე უვადოდ გამწესების პროცესში მოსამართლეთა მხრიდან მისი აცილების შესახებ იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა. 

დოლიძის განცხადებით, აცილება სასამართლო რეფორმების აუცილებლობისა და სისტემაში პრობლემების აღმოფხვრის შესახებ მის კრიტიკულ განცხადებებს უკავშირდება.

სასამართლო პროცესზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იურისტი დოლიძის სარჩელს არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ საბჭოს გადაწყვეტილება კანონთან შესაბამისობაშია და მისი ბათილად ცნობა დაუშვებელია.

ანა დოლიძის ინტერესებს საქალაქო სასამართლოში „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ წარმოადგენს. 

ცნობისთვის, მოსამართლეთა უვადოდ გამწესების მიზნით გასაუბრება საბჭომ რამდენიმე თვის წინ ჩაატარა, სადაც 15-მდე მოსამართლემ ანა დოლიძე აიცილა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე