ბიჭებო, განა თქვენ არ დაწვით თეთრი სახლი? - ტრამპი კანადის პრემიერს

საქართველო, თბილისი - 11:48 | 07.06.2018
ნანახია: 727

ამერიკის ლიდერმა დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერთან ჯასტინ ტრიუდოსთან სატელეფონო საუბრისას ისტორიული შეცდომა დაუშვა, როდესაც კანადა თეთრი სახლის გადაწვაში დაადანაშაულა. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.

აღნიშნულია, რომ კანადის მთავრობამ ტრამპისგან განმარტება მოითხოვა, თუ როგორ ეხმარება გადასახადები ეროვნული უსაფრთხოების პრობლემის გადაჭრას.

 „ბიჭებო, განა თქვენ არ დაწვით თეთრი სახლი?“ - უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა და 1812 წელს ინგლის-ამერიკის ომი იგულისხმა.

ტრამპის შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ  ომის დროს თეთრი სახლი ბრიტანულმა ჯარმა გადაწვა. მოვლენები 1814 წლის 24 აგვისტოს ინგლის-ამერიკის ომის დროს განვითარდა, რომელიც 1812 -1815 წლებში მიმდინარეობდა.

CNN-ის ცნობით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში ინციდენტზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე