ზვიად დევდარიანი 10-მდე პირის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს

საქართველო, თბილისი - 16:55 | 06.06.2018
ნანახია: 793

CIDA-ს ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი 10-მდე პირის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს.

ის დღეს სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შეხვდა.

შეხვედრაზე "ქალთა მოძრაობის" წარმომადგენლების მიერ მის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე იმსჯელეს, რომლებიც დევდარიანს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ.

მოსარჩელე ქალების განცხადებებს დევდარიანი უსაფუძვლო ჭორაობას უწოდებს. 

მისივე თქმით, მის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში საკუთარი კანდიდატის გაყვანით დაინტერესებულმა პირებმა დაგეგმეს.

„ის, რაც დღეს ჩვენ აქ ვნახეთ, ის ინფორმაცია, რომელიც გადმოგვეცა, რეალურად არის ჭორაობა, რაც გამოქვეყნდა მედიაში, მხოლოდ ეს არის მოცემული. ძალიან სამწუხაროა, რომ რასაც ვკითხულობდი ამ განცხადებებში, კიდევ ერთხელ მიუთითებდა იმაზე, რასაც სულ ვუსვამდი ხაზს, რომ ეს იყო ძალიან სამწუხარო შეცდომა ამ კამპანიის და ეს იყო ძალიან ბინძური კამპანია, რომელსაც ერთადერთი ამოცანა ჰქონდა – ჩემი საქმიანი რეპუტაციის განადგურება მომხდარიყო და ამის შესახებ ღიად საუბრობდნენ ის ქალები, რომლებიც ამ კამპანიას უწევდნენ ორგანიზებას“, – განაცხადა ზვიად დევდარიანმა.

მისივე განცხადებით, ის საკუთარი სიმართლის დამტკიცებას სამართლებრივი მეთოდებით აპირებს. ის 8 ივნისს, საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. სარჩელი 10-მდე პირის წინააღმდეგ მომზადდა, თუმცა ის არ გამორიცხავს, რომამ პირთა წრე გაფართოვდეს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე