ყატარს ნატოს წევრობა სურს

საქართველო, თბილისი - 16:39 | 06.06.2018
ნანახია: 975

ყატარს, რომელიც ეფექტურად თანამშრომლობს ნატოსთან, სურს, რომ ალიანსის წევრი გახდეს. ამის შესახებ ყატარის ვიცე პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა ჰალედ ბენ მუჰამედ ალ-ატიიამ განაცხადა.

„რაც შეეხება ნატოს წევრობას, ჩვენ ალიანსის მთავარი მოკავშირეები ვართ. გვაქვს ნატოს ამბიცია სრულფასოვანი წევრობის მოპოვების ალიანსის გაფართოების შემთხვევაში“ - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, ნატოსთან ყატარის ურთიერთობები ყოველდღე ვითარდება და შესაძლოა ყატარის ტერიტორიაზე ნატოს რომელიმე სპეციალიზირებული ცენტრიც განთავსდეს.

მინისტრის თქმით, ნატოს შეუძლია დაეხმაროს ყატარს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და გახდეს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარანტი რეგიონში.

ყატარი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა. მისი ეკონომიკა დამოკიდებულია ქვეყანაში ნავთობის მოპოვებაზე.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე