ჭიაბერაშვილი: ბიუროკრატიის ხარჯი 456 მილიონით არის გაზრდილი

საქართველო, თბილისი - 10:17 | 02.12.2015
ნანახია: 1396

ჩინოვნიკების შენახვა 456 მილიონით მეტი გვიჯდება, - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

“ ჩვენ ავიღეთ ნაერთი ბიუჯეტი, იმისთვის, რომ ხელისუფლებას არ ჰქონოდა მანიპულირების საშუალება და შევადარეთ 2012 წლის პარამეტრებს. ვნახეთ, რომ ბიუროკრატიის ხარჯი 456 მილიონით არის გაზრდილი, ანუ დღეს ჩინოვნიკების შენახვა ჩვენ, საზოგადოებას გვიჯდება 456 მილიონით მეტი და დავსვით ძალიან მარტივი კითხვა - რა გააკეთა ივანიშვილის მთავრობამ ამ სამი წლის განმავლობაში საიმისო, რომ ის იღებდეს უფრო მეტ შრომის ანაზღაურებას ხელფასების, პრემიების, დანამატების სახით. სხვათა შორის, ამ თანხაში არ შედის მანქანების შეძენა, კომფორტის მოწყობა და ა.შ.”, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე