G8-ში რუსეთის დაბრუნება შეუძლებელია - მერკელი

საქართველო, თბილისი - 16:12 | 06.06.2018
ნანახია: 768

ბერლინი რუსეთთან დიალოგის მომხრეა, მათ შორის არსებული უთანხმოების გათვალისწინებითაც კი. განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა. 

"მომხრე ვარ რუსეთთან დიალოგის. მათ შორის, იმ უთანხმოებების გათვალისწინებითაც, რაც ჩვენ გაგვაჩნია. დიალოგი ყოველთვის მნიშვნელოვანია“ - განაცხადა კანცლერმა დღეს გერმანიის ბუნდესთაგში სიტყვით გამოსვლისას, სადაც ის დეპუტატების კითხვებს პასუხობდა.

ამასთან კანცელრმა განაცხადა,  G8-დან რუსეთის გარიცხვა გარდაუვალი იყო. "თუმცა რუსეთის მიღება ამ ეტაპისთვის შეუძლებელია, იმდენად რამდენადაც მან დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები“, - აღნიშნა მერკელმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე