ბორჯომში 55 წლის ქალი, რომელსაც ნოემბრიდან ეძებდნენ, სახლში გარდაცვლილი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 14:23 | 06.06.2018
ნანახია: 2887

ბორჯომში, ლტოლვილთა დასახლებაში 55 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს.

ოჯახის წევრის განცხადებით, ის ნოემბრის შემდეგ არავის უნახავს.

მისივე თქმით, ის თურქეთში აპირებდა წასვლას.

მისი ცხედის პოვნა მას შემდეგ შეძლეს, რაც მეზობლებმა უსიამოვნო სუნი იგრძნეს და 112-ში დარეკეს.

არსებული ინფორმიიცით, ქალს გულის პრობლემები ჰქონდა.

შსს-ს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე