ქეით მიდლტონმა და პრინც უილიამმა შვილისთვის დაცვა დაიქირავეს

საქართველო, თბილისი - 13:42 | 06.06.2018
ნანახია: 1478

ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი სერიოზულად ღელავენ უფროსი ვაჟის ჯორჯის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გამო. როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ 32 წლის ისლამისტმა ჰუსეინ რაშიდმა თავისი დაჯგუფების წევრებს ბავშვზე თავდასხმისკენ მოუწოდა. მამაკაცი ტერაქტის განორციელებასაც კი გეგმავდა იმ სკოლაში, სადაც პატარა პრინცი სწავლობს.

დამნაშავე დაკავებულია, თუმცა სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს ხიფათი ჯერ კიდევ ემუქრებათ. იმისთვის, რომ ჯორჯი უფრო უსაფრთხოდ იყოს, ქეით მიდლტონმა და პრინცმა უილიამმა გადაწყვიტეს შვილისთვის დაცვა დაექირავებინათ. სამეფო გვარდიის ოფიცრები ბავშვს სეირნობისა და სკოლაში წასვლის დროს დაიცავენ, ისინი ასევე მის გვერდით იქნებიან სასწავლო დაწესებულებაში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე