ზუგდიდში დაკარგული შუახნის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 13:02 | 06.06.2018
ნანახია: 928

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწულუკუს მკვიდრი გია თოდუა, რომელსაც ოჯახი რამდენიმე დღეა ეძებდა, დღეს გარდაცვილი იპოვეს.

შუახნის მამაკაცი სახლიდან 2 ივნისს გავიდა და მას შემდეგ ოჯახი უშედეგოდ ცდილობდა მისი ადგილსამყოფელის დადგენას.

მეზობლების თქმით, თოდუა საკუთარი საცხოვრებელი ბინის სხვენში დღეს დილით იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინიტრომ  საქმე სსკ-ის 115-ე - თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღძრა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე