წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 15 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 12:36 | 06.06.2018
ნანახია: 1110

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგურუში 15 წლის მოზარდი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.

თანასოფლელების თქმით, ბიჭს ჭრილობა ორლულიანი თოფის გასროლის შედეგად აქვს მიყენებული.
 
ერთ-ერთი ვერსიით, მოზარდს იარაღი გაუვარდა.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
 
ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.

 







არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე