მაშველებმა 23 მეშახტე გადაარჩინეს

საქართველო, თბილისი - 12:18 | 06.06.2018
ნანახია: 784

ჩინეთში მაშველებმა ჩამონგრეული შახტიდან 23 მეშახტე ამოიყვანეს.

აფეთქებამ, რომელიც ნგრევის მიზეზი გახდა, 11 ადამიანი იმსხვერპლა. იუწყება Reuters-ი.

ამ მომენტისთვის, ცნობილია, რომ აფეთქება მოხდა შახტის შესასვლელთან გაჩერებულ  მანქანაში, რომელიც შახტის შესასვლელში იდგა. ის ასაფეთქებელი მოწყობილობა გადაჰქონდა.

უცნობია ორი ადამიანის ბედი. სპეციალისტები აფეთქების მიზეზებს ადგენენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე