მაკრონმა ტრამპთან საუბარი სოსისს შეადარა

საქართველო, თბილისი - 12:05 | 06.06.2018
ნანახია: 760

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს. როდესაც საფრანგეთის ლიდერს მოლაპარაკების შესახებ ჰკითხეს, მან გერმანიის ყოფილი კანცლერის ოტო ფონ ბისმარკის ციტატა მოიყვანა.

მაკრონმა განაცხადა, რომ არასდროს საუბრობს თუ რა ხდება დახურული კარის მიღმა. „როგორც ბისმარკმა აღნიშნა, თუ ადამიანებს სოსისის დამზადების საიდუმლოს გაუმხელ, საეჭვოა, რომ მათ მისი ჭამა გააგრძელონ“, - განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, „სამზარეულოს კომენტარები“ ხელს არ უწყობს მადის გაძლიერებას და არ დაგვეხმარება მაგიდის  სერვირებაში. ამასთან აღნიშნა, რომ ტრამპთან დიალოგი მეტად გულახდილი იყო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე