„მის ამერიკის“ მონაწილეები კონსკურსზე საცურაო კოსტიუმებით აღარ გამოვლენ

საქართველო, თბილისი - 17:55 | 05.06.2018
ნანახია: 913

„მის ამერიკას“ ორგანიზატორებმა საცურაო კოსტიუმებით მონაწილეების ტრადიციული დეფილე პროგრამიდან ამოიღეს.

ახალი გადაწყვეტილების შესახებ Miss America Organization-ის სამეურვეო საბჭოს ხელმძვანელმა გრეთჰენ კარლსონმა განაცხადა, რომელმაც 1989 წელს „მის ამერიკის“ ტიტული მოიპოვა.

„ჩვენ ამიერიდან უშინაარსო შოუ აღარ გვექნება, ეს იქნება შეჯიბრი“, - განაცხადა კარლსონმა ტელარხ АВС-ის ერთ-ერთ გადაცემაში.

როგორც ტელეარხი აღნიშნავს, კონკურსის ნაწილი, რომელიც საცურაო კოსტიუმებით გამოსვლას ეთმობოდა, ჟიურის წევრებთან გოგონების ინტერაქტიული ურთიერთობა შეცვლის.

ამიერიდან კონკურსის მონაწილეები მათთვის შესაფერისი ტანსაცმლით წარდგებიან, რომელიც მათ პიროვნულ სტილს ხაზს გაუსვამს.

ახალი წესებით კონკურსი Miss America 9 სექტემბერს გაიმართება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე