თურქეთში ერდოღანის შეურაცხყოფისთვის ცნობილი კარიკატურისტი დააპატიმრეს

საქართველო, თბილისი - 17:38 | 05.06.2018
ნანახია: 913

ცნობილი თურქი კარიკატურისტი 69 წლის ნური კურთჯებე პრეზიდენტ ტაიპ ერდოღანის შეურაცხყოფისთვის დააპატიმრეს. ის მას შემდეგ დააკავეს, რაც სასამართლომ მისი აპელაცია განაჩენზე არ მიიღო.
მანამდე კურთჯებეს მისჯილი ჰქონდა ერთ წლითა და ორი თვით პატიმრობა ერდოღანის კარიკატურისთვის, რომელიც მან გაზეთ Aydınlık-ში 2015 წელს გამოაქვეყნა.

კურთჯებე თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით იალოვას პროვინციაში დააკავეს.

პრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის თურქული კანონებით განისაზღვრება ჯარიმა ან ერთიდან ოთხ წლამდე პატიმრობა.

ოპოზიცია ხელისუფლებას იმაში ადანაშაულებს, რომ ამ მუხლს მისი პოლიტიკის მოწინააღმდეგეების რეპრესიებისთვის იყენებს.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე