საუდის არაბეთში ქალებისთვის ავტომობილის მართვის მოწმობების გაცემა დაიწყეს

საქართველო, თბილისი - 16:44 | 05.06.2018
ნანახია: 915

საუდის არაბეთში ქალებს მართვის მოწმობები პირველად გადასცეს. წერს გამოცემა Arabian Busniess-ი.
ქალების პირველმა ჯგუფმა (მათი რაოდენობა არ სახელდება) მართვის მოწმობები აიღო. ქვეყნის ტრანსპორტის მთავარმა სამმართველომ მათი საერთაშორისო მოწმობები ადგილობრივით შეუცვალა.

ხელისუფლების თქმით, საერთაშორისო მოწმობების ეროვნულით ჩანაცვლების უფლება ქალებს გამოცდების ჩაბარების შემდეგ შეეძლებათ.

ქალებისთვის ავტომობილის მართვის აკრძალვა 24 ივნისიდან გაუქმდება.

სექტემბერში საუდის არაბეთის მეფემ სალმან ბენ აბდელ აზიზ ალ საუდიმ გამოსცა განკარგულება, რომელიც ქალებს მანქანის მართვის უფლებას აძლევს.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე