ნატოს ჯარების განთავსებას პოლონეთში მოსახლეობის 67- პროცენტმა მხარი დაუჭირა

საქართველო, თბილისი - 15:58 | 05.06.2018
ნანახია: 909

პოლონეთში ნატოს წევრი ქვეყნების ჯარების განთავსებას მხარი ქვეყნის მცხოვრებთა 67-მა პროცენტმა დაუჭირა. კვლევა სოციოლოგიურმა ორგანიზაცია CBOS-მა მაისში ჩაატარა. კვლევის შედეგებით გაირკვა, რომ ეს პოლონეთში ნატოს ჯარების განთავსებისადმი  მხარდაჭერის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

პოლონეთის ტერიტორიაზე ალიანსის ჯარების განლაგების მოწინააღმდგე გამოკითხულთა 22 პროცენტი აღმოჩნდა, რაც გასულ წელთან შედარებით 2 პროცენტით ნაკლებია.

როგორც მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, პოლონეთმა აშშ-ის თავის ტერიტორიაზე ამერიკული ჯავშანტექნიკის დივიზიის განთავსება შესთავაზა და ამისთვის 1,5-2 მლნ დოლარის ხარჯების გამოყოფის მზადყოფნა გამოთქვა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე