ბილ კლინტონი რუსეთის გამო აღშფოთებულია

საქართველო, თბილისი - 15:05 | 05.06.2018
ნანახია: 939

აშშ-ის ექს-პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა განაცხადა, რომ 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევამ აღაშფოთა, წერს Le Parisien-ი. ის დარწუმნებულია, რომ რუსეთი სხვა ქვეყნების არჩევნებშიც ერევა.

კლინტონმა აღიარა, რომ ძალიან იშვიათად ბრაზდება, მაგრამ მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა ამერიკის არჩევნების შედეგები შეცვალა, საშინლად აღშფოთდა.

„როდესაც ადამიანები, რომლებიც აშშ-ში იმყოფებიან, ხელს უშლიან სხვებს ხმის მიცემაში რასობრივი, წარმომავლობის, ასაკისა და განათლების მიხედვით, ეს ჩემს შეშფოთებას იწვევს“, - აღნიშნა კლინტონმა.

მისი აზრით, რუსეთი ცდილობდა გავლენა მოეხდინა არჩევნებზე გერმანიაში, საფრანგეთსა და ნიდერლანდებშიც.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე