ბილ კლინტონი მონიკა ლევინსკისთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს

საქართველო, თბილისი - 14:08 | 05.06.2018
ნანახია: 825

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა განაცხადა, რომ პირადად ბოდიშს არ მოუხდის მონიკა ლევინსკის, რომლის გამოც მას კინაღამ იმპიჩმენტი გამოუცხადეს.

 „არაერთხელ განვაცხადე საჯაროდ, რომ ძალიან ვწუხვარ“, - აღნიშნმა კლინტონმა ტელერახ NBC-თან ინტერვიუში და დასძინა, რომ 20 წლის წინ მომხდარი სკანდალის შემდეგ ლევინსკისთან არ უსაუბრია.

ექს-პრეზიდენტის აზრით, ჟურნალისტები კონფლიქტის გაშუქებისას მიზანმიმართულად უგულვებელყოფდნენ ფატქებს. კლინტონმა აღნიშნა, რომ 1998 წელს თავისი ქმედების სისწორეში დარმწუნებულია, როდესაც ის ცდილობდა იმპიჩმენტი არ დაეშვა.

1998 წლის იანვარში კლინტონი დაადანაშაულეს ლევინსკითან კავშირში, როდესაც მონიკა იმ დროს თეთრ სახლში პრაქტიკანტად მუშაობდა.

კლინტონის მიმართ გამოძიების დასრულების შემდეგ მომზადდა ბრალდება ცრუ ჩვენების მიცემასა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლაში, რომელსაც იმპიჩმენტი უნდა გამოეწვია, თუმცა ეს ბრალდებები მალვე მოიხსნა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე