ტრამპს მაკრონთან არასასიამოვნო სატელეფონო საუბარი ჰქონდა - CNN

საქართველო, თბილისი - 13:17 | 05.06.2018
ნანახია: 725

აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს არასასიამოვნო სატელეფონო საუბარი ჰქნოდათ. ამის შესახებ CNN  წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

ტელეარხის რამდენიმე წყაროს ცნობით, გასულ კვირას ემანუელ მაკრონმა ტრამპი ევროკავშირიდან პროდუქციის იმპორტზე გადასახადების გაზრდისა და თეთრი სახლის მიგრაციული პოლიტიკის გამო მწვავედ გააკრიტიკა.

 „ძალიან ცუდია, ეს საშინელებაა... მაკრონს ეგონა, რომ შეუძლია იმაზე ისაუბროს, რაზეც ფიქრობს ტრამპთან კარგი ურთიერთობების საფუძველზე... მაგრამ ტრამპს ასეთი კრიტიკის შემდეგ ხელში თავის თავის აყვანა არ შეუძლია“, - განუცხადა ტელეარხს წყარომ.

თეთრი სახლის ოფიციალური განცხადების თანახმად, ლიდერებმა ვაჭრობისა და მიგრაციის აქტუალური საკითხები განიხილეს.

 „ორივე ლიდერმა ლიბიაში მიგრაციის პრობლემა და მისი გადაჭრის ვადები განიხილა. პრეზიდენტმა ტრამპმა ხაზი გაუსვა ევროპასთან ვაჭრობის დაბალანსების აუცილელობას“, - ნათქვამია ანგარიშში.

1 ივნისიდან აშშ-მა ევროპიდან, კანადიდან და მექსიკიდან ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე გადასახადები გაზარდა, რამაც ევროკავშირის ქვეყნების მწვავე რეაქცია გამოიწვია.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე