ნიდერლანდების პრემიერ მინისტრს პარლამენტის შენობაში ყავა დაეღვარა და იატაკი თვითონ მოწმინდა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 12:49 | 05.06.2018
ნანახია: 816

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ნიდერლანდების პრემიერ მინისტრი მარკ რიუტე ქვეყნის პარლამენტის შენობაში იატაკს წმენდს.

როგორც აღმოჩნდა, პრემიერს შემთხვევით ყავა დაეღვარა, რის შემდეგაც მომსახურე პერსონალს იატაკის საწმენდი სთხოვა და ყავის ლაქა თვითონ მოწმინდა.

დამლაგებლები მომხდარით გაოცებულნი დარჩნენ, თუმცა რიუტეს ქმედებას აპლოდისმენტებით შეხვდნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე