დინოზავრის ჩონჩხი 2 მლნ ევროდ გაიყიდა

საქართველო, თბილისი - 12:32 | 05.06.2018
ნანახია: 1817

საფრანგეთში Aguttes-ის აუქციონის სახლმა დინოზავრის მანამდე უცნობი სახეობის ჩონჩხი 2 მლნ ევროდ გაყიდა. მყიდველმა ანონიმად დარჩენა ისურვა.

ცხრამეტრიანი სიგრძისა და 2,5 მეტრის სიმაღლის ჩონჩხი ტეროპოდების ოჯახის წარმომადგენელს ეკუთვნის. აქამდე შესწავლილ მის თანამოძმეებთან შედარებით დინოზავრს უფრო მეტი კბილი, მსხვილი მენჯი და თავის ქალის განსაკუთრებული აგებულება აქვს.

თითქმის სრულად შენახული ჩონჩხი 2013 წელს აშშ-ში ვაიომინგში იპოვეს.

ბევრმა პალეონთოლოგმა Aguttes-ი აუქციონის ორგანიზებისთვის გააკრიტიკა. მათი თქმით, ის მეცნიერებას ზიანს აყენებს. აუქციონის სახლი კი აცხადებს, რომ მყიდველმა დინოზავრი გამოკვლევის მიზნით შეიძინა და პირობას დებს რომ როცა დრო მოვა, მას საზოგადოებას წარუდგენს.

Aguttes-ი მიღებული შემოსავლის ნაწილს საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადაურიცხავს, რომლებიც გადაშენების პირას მყოფი სახეობების გადარჩენით არიან დაკავებულნი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე