თბილისის მეტროპოლიტენი დღესაც არ მუშაობს

საქართველო, თბილისი - 10:39 | 05.06.2018
ნანახია: 755

თბილისის მეტროპოლიტენი დღესაც გაჩერებულია. ქალაქში მოძრავი მუნიციპალური ავტობუსები კი მგზავრებს კვლავ უფასოდ ემსახურებიან.

თბილისის მერსა და მემანქანეებს შორის გვიან ღამით შეხვედრა შედგა, რომელიც კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა.

როგორც ერთ-ერთმა მემანქანემ განაცხადა, მერის შემოთავაზება, რომ ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით თბილისის მერია მსჯელობას 2019 წლიდან დაიწყებს, მათთვის მიუღებელია.

მემანქანეები გლდანში, დეპოს მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან და პროტესტს აგრძელებენ.

მეტროს მემანქანეები 4 ივნისს დილიდან გაიფიცნენ. 

გაფიცვის გამო, ყველა მეტროსადგური დაკეტილია. მენანქანეები ხელფასების 45 პროცენტით გაზრდას ითხოვენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე