კიმ ჩენ ინს ჩრდილოეთ კორეაში McDonalds-ის გახსნა სურს

საქართველო, თბილისი - 16:52 | 04.06.2018
ნანახია: 695

ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს სურს, რომ ამერიკამ, როგორც მშვიდობიანი მოლაპარაკებების მთავარმა მედიატორმა მისი ქვეყნის განვითარებაში ფული ჩადოს, და ჩრდილოეთ კორეაში McDonalds-ის რესტორნები გაიხსნას.

ამის შესახებ გამოცემა The Daily Express-ს სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მრჩეველმა მუნ ჩჟე ინმა განაცხადა.

„მათ სურთ ამერიკული ინვესტიციები, ისინი მიესალმებიან ამერიკელი სპონსორების მონაწილეობას და ჩრდილოეთ კორეაში მრავალპროფილიანი კონსორციუმების ჩატარებას“, - განაცხადა მუნ ჩჟე ინმა და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში შესაძლოა ჩრდილოეთ კორეაში ახალი „ტრამპის ცათამბჯენის“ მშენებლობაც კი გახდეს შესაძლებელი. 


ჩრდილოკორეელი ჩინოვნიკები  აცხადებენ, რომ სურვილი აქვთ მათი სახელმწიფო „ნორმალურ ქვეყნად“ იქცეს ამერიკელი ინვესტიციების შესვლით, ისეთით, როგორიც McDonalds-ია.

შეგახსნებთ, რომ 12 ივნისს, სინგაპურში აშშ-ჩრდილოეთ კორეის სამიტია დაგეგმილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე