აშშ-მა ფოლადსა და ალუმინზე გადასახადების გაზრდის გადაწყვეტილება უნდა გააუქმოს - ევროკავშირი

საქართველო, თბილისი - 16:16 | 04.06.2018
ნანახია: 732

ევროკავშირი აშშ-ს ფოლადსა და ალუმინზე გადასახადების გაზრდის გაუქმებას მოითხოვს. „რადგან ეს არ შეესაბამება საერთაშორისო წესებს“,-  განაცხადა ევროპარლამენტის ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ მარკუს ფერბერმა.

მისი თქმით, ევროკავშირი იმედგაცრუებულია ვაშინგტონის გადაწყვეტილებით ფოლადსა და ალუმინზე გადასახადების გაზრდის შესახებ. ევროკავშირს სურს, რომ აშშ-მა დაწესებული შეზღუდვები გააუქმოს. ფერბერის თქმით, ევროკავშირი ვაშინგტონთან გადასახადების საკითხს თანასწორობის პრინციპებზე განიხილავს.

 „რაიმეს განხილვა ზეწოლის პირობებში შედეგს ვერ მოიტანს“, - განაცხადა ფერბერმა.

2018 წლის 1-ლი ივნისიდან აშშ ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე ევროკავშირის ქვეყნებიდან, ასევე მექსიკიდან და კანადიდან გადასახადებს ზრდის. ვაშინგტონის განცხადებით, აღნიშნული ზომები მიმართულია ამერიკელი მწარმოებლების მხარდასაჭერად. ფოლადზე გადასახადის ზრდა 25 პროცენტს, ალუმინზე კი 10 პროცენტს შეადგენს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე