17 წლის პილოტმა თვითმფრინავი ავტომაგისტრალზე ავარიულად დასვა

საქართველო, თბილისი - 15:12 | 04.06.2018
ნანახია: 753

კანადის ქალაქ ტორონტოსთან ავტომაგისტრალზე ავარიულად  დაეშვა მცირე ზომის თვითმფრინავი, რომლის შტურვალთან  17 წლის პილოტი იმყოფებოდა. ინციდენტი ქალაქიდან 85 კმ-ში მოხდა.

საჰაერო ხომალდი ქალაქ ოშავადან აფრინდა, რის შემდეგაც ნორჩმა პილოტმა შეამჩნია, რომ ძრავს პრობლემები ჰქონდა და განგაშის სიგნალი გაუშვა. ავარიული დაშვების შედეგად არავინ დაშავებულა. არ დაზიანებულა თვითმფრინავიც.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე