ზაზა სარალიძის თქმით, კვირიკაშვილს პოლიტიკოსებთან და შვილმოკლულ მშობლებთან ერთად შეხვდება

საქართველო, თბილისი - 15:04 | 04.06.2018
ნანახია: 730

გიორგი კვირიკაშვილს მარტო არ შევხვდები, – ამის შსახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ განაცხადა.

მისი თქმით, მის გვერდით არის მალხაზ მაჩალიკაშვილი და ყველა შვილმოკლული მშობელი. 

„ჩვენ შევდივართ ადამიანები, ყველა პოლიტიკოსი, ყველა შვილმოკლული მშობელი. ულტიმატუმებს ნუ მიყენებენ ძალიან ვთხოვ მაგათ, რას ქვია მარტო, აქ მე მარტო ჩემი შვილის სახელით აღარ ვლაპარაკობ. ჩემს გვერდით არის მალხაზ მაჩალიკაშვილი და ყველა შვილმოკლული მშობელი. დაველოდები მათ გადაწყვეტილებას ერთი საათი ალბათ არ შემიშვებენ კარგად ბრძანდებოდნენ, მარტო არ შევხვდები პრემიერ-მინისტრს, ექვსი თქვე ვეხვეწე და ვემუდარე მაგათ”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე