ზაზა სარალიძე მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდა

საქართველო, თბილისი - 14:43 | 04.06.2018
ნანახია: 713

მთავრობის ადმინისტრაციასთან ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მივიდა.

მისი თქმით, ის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე შესვლას აპირებს. 

ის პრემიერთან შესვლას სხვა შვილმკვდარ მშობლებთან ერთად გეგმავს. თუმცა არ აკონკრეტებს, აპირებს თუ არა შენობაში პოლიტიკოსებთან ერთად შესვლას. 

მისი განცხადებით, თუ პრემიერი მის მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, შენობაში არ შევა.

მთავრობის ადმინისტრაციასთან ასევე იმყოფებიან ნინო ლომჯარია, მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი ადვოკატი, ზაზა სარალიძის ადვოკატი და ზვიად კუპრავა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე