მალხაზ მაჩალიკაშვილი გიორგი კვირიკაშვილს დისკრიმინაციაში ადანაშაულებს

საქართველო, თბილისი - 14:33 | 04.06.2018
ნანახია: 786

მალხაზ მაჩალიკაშვილი პრემიერს დისკრიმინაციაში ადანაშაულებს და პანკისელებს თბილისში ჩამოსვლისკენ მოუწოდებს. როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, პრემიერმა დისკრიმინაციული ნიშნით უარი თქვა თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებთან შეხვედრაზე და მან მხოლოდ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლების მიღებაზე გამოთქვა მზაობა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ გიორგი კვირიკაშვილი მის ოჯახს ტერორისტებად მიიჩნევს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე