ქაბულში მეორე აფეთქება მოხდა - არიან დაშავებულები

საქართველო, თბილისი - 14:29 | 04.06.2018
ნანახია: 718

მეორე აფეთქება მოხდა დღეს ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, რომლის დროსაც სამი ადამიანი დაიჭრა.

პოლიციის ინფორმაციით, აფეთქდა სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც საზამთროები გადაჰქონდა. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.

მანამდე დღეს თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ქაბულის უნივერსიტეტთან აამოქმედდა, სადაც სასულიერო პირების შეკრება მიმდინარეობდა. ბოლო მონაცემებით დაიღუპა 17 და დაიჭრა 17 ადამიანი. ჯერჯერობით მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე