ვულკან ფუეგოს ამოფრქვევას 25 ადამიანი ემსხვერპლა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 14:07 | 04.06.2018
ნანახია: 665

გვატემალას პრეზიდენტმა ჯიმი მორალესმა ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა ვულკან ფუეგოს ამოფრქვევის შედეგად ადამიანების დაღუპვის გამო.

გავრცელებული ინფორმაციით, ვულკანის ამოფრქვევის გამო 3 ათასაზე მეტი ადამიანის ევაკუირება განხორციელდა. ტრაგედია სულ 1,7 მლნ ადამიანს შეეხო.

ბოლო მონაცემებით, ვულკანის ამოფრქვევას 25 ადამიანი ემსხვერპლა, 300 კი დაშავდა.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე