ვან გოგის „მზესუმზირები“ ფერს იცვლის - ექსპერტები

საქართველო, თბილისი - 13:57 | 04.06.2018
ნანახია: 3726

ჰოლანდიელი მხატვრის ვინსენტ ვან გოგის ნახატის „ზესუმზირების“ რენტგენოგრამამ აჩვენა, რომ სინათლის მიმართ მგრძნობიარე საღებავი, რომელსაც მხატვარი ყვითელი ფერის ზუსტი გადმოცემისთვის იყენებდა, ნელ-ნელა თავის ინტენსივობას კარგავს.  გარეგნული ცვლილება ჯერჯერობით არ ჩანს, მაგრამ დროთა განმავლობაში ტილოზე გამოსახული მზესუმზირები შესაძლოა ყავისფერი გახდეს. ამის შესახებ გაზეთი The Guardian-ი წერს.

ამსტერდამის ვან გოგის მუზეუმი პირველია, რომელმაც მიკროსკოპული რენტგენური სხივები და ტექნიკა გამოიყენა საღებავის შემადგენლობის ზუსტი შესწავლისათვის.

გაირკვა, რომ ვან გოგი იყენებდა  ქრომის შემცველ საღებავს, რომელიც სინათლესთან კონტაქტის დროს ფერს კარგავს. მათი განმარტებით, მხატვარი ასევე იყენებდა ზურმუხტისფერ-მწვანე და წითელ ფერებს ნახატის უმეტეს ნაწილში, რომელიც მომავალში შესაძლოა უფრო ნათელი გახდეს.

ექსპერტების თქმით, ჯერჯერობით რთულია იმის თქმა, ქიმიური პროცესები თვალისთვის ხილული როდის გახდება, რადგან ეს ბევრ გარე ფაქტორზეა დამოკიდებული.

მუზეუმის თანამშრომლები იმედოვნებენ, რომ ერთ-ერთი „მზესუმზირების“ ანალიზი დაეხმარებათ მომავალში გაარკვიონ, გამოყენებული იყო თუ არა ეს საღებავები სხვა ნამუშევრებშიც. თუ ეს დადასტურდება, გაძლიერდება ზომები იმისთვის, რომ ტილოები პირვანდელი სახით შენარჩუნდნენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე