დრეზდენში ჩხუბის დროს 4 ქართველი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 13:22 | 04.06.2018
ნანახია: 927

გერმანიის ქალაქ დრეზდენში, მიგრანტთა თავშესაფარში ჩხუბის დროს ოთხი ქართველი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. არსებული ინფორმაციით, საქართველოს 47 წლის მოქალაქე სერიოზულად არის დაჭრილი, მისმა სამმა თანამემამულემ კი მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ ერთი ღამით დააკავა 15 ადამიანი, მათ შორის ქართველები. როგორც მედია იუწყება, გამოძიება დაწყებულია ორი ლიბიელისა და და ერთი 29 წლის ქართველის წინააღმდეგ, მათ ბრალად ედებათ წესრიგის დარღვევასა და სხეულის მძიმე დაზინებებების მიყენებაში.

ჩხუბში 60-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის 30 ქართველი. ინციდენტი გასულ კვირას დრეზდენის მიგრანტთა თავშესაფარში მომხდარ ჩხუბს უკავშირდება, რა დროსაც პოლიციამ ოთხი ქართველი დააკავა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე