მსჯავრდებულმა, რომელიც სასიკვდილო განაჩენის აღსრულებას 23 წელი ელოდებოდა, თავი მოიკლა

საქართველო, თბილისი - 13:14 | 04.06.2018
ნანახია: 801

ამერიკის ალაბამას შტატში მსჯავრდებულმა, რომელიც სასიკვდილო განაჩენის აღსრულებას 23 წლის განმავლობაში ელოდებოდა, თავი მოიკლა.

სასჯელის აღსრულების ადგილობრივი სამმართველოს ცნობით, 57 წლის ჯეფრი ლინ ბორდენი შემოვლის დროს გარდაცვლილი იპოვეს. ბორდენს სასიკვდილო განაჩენი 1995 წელს ბავშვების თვალწინ თავისი ყოფილი ცოლისა და სიმამრის მკვლელობისთვის გამოუტანეს. მან ციხეში სულ 24 წელი და ხუთი თვე გაატარა.

ბორდენის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა და ქრონიკული ფიზიკური ტკივილები აწუხებდა, თუმცა სათანადო მკურნალობა არასდროს გაუვლია.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე