შეყვარებულის, ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო სხდომა დაიხურა

საქართველო, თბილისი - 13:00 | 04.06.2018
ნანახია: 1093

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში შეყვარებულის, 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის, ლადო გრიგალაშვილის პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელი სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში გაიმართება. 

სასამართლო სხდომის დახურვის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურორმა გრიგოლ ბიბილაშვილმა მიმართა. მისი შუამდგომლობა მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემდააკმაყოფილა. როგორც მან განმარტა საქმე უკიდურესად პირადი ხასიათის ინფორმაციას ეხება, რის გამოც სასამართლომ სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე