ამინდის პროგნოზი

საქართველო, თბილისი - 12:53 | 04.06.2018
ნანახია: 863

4 – 5 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. 6 – 7 ივნისს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან იწვიმებს.

ჰაერის ტემპერატურა 4 – 5 ივნისს დაბლობსა და ბარში  +24, +29 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 6 – 7 ივნისს  +28, + 33 გრადუსამდე მოიმატებს.

ქ. თბილისში, 4 – 5 ივნისს მოსალოდნელია ხანმოკლე  წვიმა ელჭექით.

 6 – 7 ივნისს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 4 – 5 ივნისს +26, +28, ხოლო 6 - 7 ივნისს +31, +33 გრადუსია მოსალოდნელი. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე