ქაბულში აფეთქებას 8 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 12:42 | 04.06.2018
ნანახია: 641

ქაბულის უნივერსიტეტთან მომხდარ აფეთქებას რვა ადამიანი ემსხვერპლა. დაჭრილია კიდევ ექვსი ადამიანი.

პოლიციის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა თვითმკვლელმა ტერორისტმა აამოქმედა. ტერორისტმა სასულიერო პირების შეკრებაზე თავი იმ დროს აიფეთქა, როდესაც სასულიერო პირები უმაღლეს რელიგიურ ორგანოს, ავღანეთის ულემას საბჭოს ტოვებდნენ.

აფეთქებამდე, რელიგიურმა საბჭომ, რომლის შემადგენლობაში ქვეყნის მასშტაბით 2 ათასი სასულიერო პირი შედის, თვითმკვლელი ტერორისტების თავდასხმები აკრძალა, როგორც ისლამური სამართლის მიერ მიღებელი ქმედება. საბჭომ მთავრობას „თალიბანს“ ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებისკენ მოუწოდა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე