ამას მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება - ვიცე-მერი მეტროს მემანქანეებზე

საქართველო, თბილისი - 11:11 | 04.06.2018
ნანახია: 758

სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და მემანქანეებს სასამართლოში დავის მიმდინარეობის პროცესში, სამუშაო საათებში შეუზღუდა გაფიცვის უფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიდრე სასამართლო გამოიტანდა საბოლოო გადაწყვეტილებას, მათ არ უნდა მიემართათ გაფიცვის უფლებისთვის, - განაცხადა ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ.

მისივე თქით, მეტროს მემანქანეებმა დაარღვიეს როგორც კომპანიის შინაგანაწესი , ასევე სასამართლოს გადაწყვეტილება, რასაც სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. ხმალაძე არ გამორიცხავს, რომ კონკრეტული მემანქანეების პასუხისმგებლობიის საკითხი დადგეს.

„სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და მემანქანეებს სასამართლოში დავის მიმდინარეობის პროცესში, სამუშაო საათებში შეუზღუდა გაფიცვის უფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიდრე სასამართლო გამოიტანდა საბოლოო გადაწყვეტილებას, მათ არ უნდა მიემართათ გაფიცვის უფლებისთვის. ეს არღვევს მოქალაქეების, დედაქალაქის ინტერესებს. ამ ყველაფრის მიუხედავად, ამ ადამიანებმა მაინც მიმართეს  უკიდურეს ზომას, მოსახლეობის ინტერესების წინ  საკუთარი ინეტერესები დააყენეს. ამას მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება. იქნება ეს დისციპლინური პასუხიმგებლობა, სამსახურიდან გათავისუფლება, თუ სხვა პასუხისმგებლობები, ამაზე მოგვიანებითგაგცემთ პასუხს”,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

დღეს დილით თბილისის მეტროს მემანქანეები გაიფიცნენ და  გლდანის დეპოს ტერიტორიაზე აქციას მართავენ.  მეტროს გაფიცული თანამშრომლები ისინი ხელფასისი 45 პროცენტით ზრდას და 2013 წლის სახელფასო ნიშნულზე დაბრუნებას ითხოვენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე