მეტროს მემანქანეთა გაფიცვის გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოდ იმუშავებს

საქართველო, თბილისი - 10:40 | 04.06.2018
ნანახია: 805

მეტროპოლიტენის მუშაკთა გაფიცვის გამო საზოგადოებრივ ტრანსპორტი უფასოდ იმოძრავებს. ამის შესახებ კახა კალაძემ მეტროს გაფიცვის შემდეგ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

"ვინაიდან მიმდინარე გაფიცვა პირდაპირ მიმართულია მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუარესებისკენ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, გაფიცვის პერიოდში დედაქალაქში არსებული მუნიციპალური ტრანსპორტი მოსახლეობას მოემსახუროს უფასოდ. ამასთან, არსებულ ავტობუსების ნაკადებს დავამატებთ ჩვენს ხელთ არსებულ რეზერვებს", - განაცხადა კახა კალაძემ.

მეტროს მემანქანეები  ხელფასების 45% პროცენტით გაზრდას ითხოვენ. მეტროს მემანქანეთა განცხადებით, მუშაობას იმ შემთხვევაში განაახლებენ, თუ თბილისის მთავრობა მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე