მემანქანეების გამოფიცვის გამო მეტრო არ მუშაობს

საქართველო, თბილისი - 09:15 | 04.06.2018
ნანახია: 759

თბილისი სატრანსპორტო კოლაფსის საფრთხის წინაშე - დედაქალაქში მეტროპოლიტენი არ მუშაობს. თბილისის სატრანსპორტო კომპანია მგზავრებს ავტობუსებით გადაადგილებისკენმოუწოდებს.

მეტროს მემანქანეები  ხელფასების 45% პროცენტით გაზრდას ითხოვენ. მეტროს მემანქანეთა განცხადებით, მუშაობას იმ შემთხვევაში განაახლებენ, თუ თბილისის მთავრობა მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

მეტროს მემანქანეები დედაქალაქის მთავრობასთან მოსალაპარაკებლად მზად არიან და მერიის წარმომადგენლებს შეხვედრას სთავაზობენ.

„გამოგვიყვანეს მარგინალურ მასად. ბოლო კონსტიტუციური უფლება გამოვიყენეთ და არ დავიშლებით“- აცხადებს მეტროს მემანქანე რობერტ მარგიშვილი.

მემანქანეთა უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" იცავს. ადვოკატი ლინა ღვინიანიძე ამბობს, რომ დედაქალაქის მერიას მოუწევს დათმობაზე წავიდეს.

სატრანსპორტო სამსახურის გადაწყვეტილებით დედაქალაქის მოსახლეობას ავტობუსები უფასოდ მოემსახურება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე