საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ინდონეზიის სახალხო სათათბირო ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 18:02 | 01.12.2015
ნანახია: 1530

ინდონეზიის რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფმა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, რომელსაც დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობს, შეხვედრა ინდონეზიის რესპუბლიკის სახალხო სათათბირო ასამბლეის თავმჯდომარესთან, ზულკიფლი ჰასანთან გამართა.

სახალხო სათათბირო ასამბლეის თავმჯდომარემ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და ინდონეზიის რესპუბლიკისა და მისი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ისტორია გააცნო. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ინდონეზიაში მრავალი ეთნიკური წარმომავლობისა და რელიგიური აღმსარებლობის ჯგუფი ცხოვრობს, მათი მთავარი დევიზი ურთიერთპატივისცემა და ჰარმონიული თანაცხოვრებაა. 

ზულკიფლი ჰასანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი აქტიურად და წარმატებულად მოღვაწეობს და საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას მისი ინდონეზიაში მივლინებისთვის მადლობა გადაუხადა.

ინდონეზიის რესპუბლიკის სახალხო სათათბირო ასამბლეის თავმჯდომარის განცხადებით, ის მოხარული იქნება, თუ საქართველოსა და ინდონეზიას შორის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობები და თანამშრომლობა გამყარდება და აღნიშნა, რომ საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების შექმნის იდეას მიესალმება.

თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ინდონეზიის სახალხო სათათბირო ასამბლეის თავმჯდომარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. დავით უსუფაშვილმა ზულკიფლი ჰასანს საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა გააცნო და დელეგაციის წევრები წარუდგინა.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ინდონეზია დიდი ქვეყანაა, სადაც მრავალი ეთნიკური წარმომავლობისა და რელიგიური აღმსარებლობის ჯგუფი ცხოვრობს, ქვეყანა რეგიონში ტოლერანტობით, მშვიდობიანობითა და სტაბილურობით გამოირჩევა. მისივე თქმით, სწორედ ამ მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის გამო, ინდონეზიას საქართველოსთან ბევრი საერთო აქვს.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველო და ინდონეზია საერთო ენას გამონახავენ, რადგან ქვეყნებს საერთო ღირებულებები აქვთ, რაც, მისივე თქმით, ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის უმთავრესია. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოს მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაა, მისივე განცხადებით, ქვეყანას მიმზიდველი სტრატეგიული მდებარეობა აქვს ვაჭრობისა და ეკონომიკური განვითარების კუთხითაც. ინდონეზიის რესპუბლიკის სახალხო სათათბირო რესპუბლიკის თავმჯდომარის მსგავსად, საპარლამენტთაშორისო დონეზე აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც და აღნიშნა, რომ მეგობრობის ჯგუფების შექმნა ამ ურთიერთობების გაღრმავებას ხელს კიდევ უფრო შეუწყობს. დავით უსუფაშვილმა ზულკიფლი ჰასანი საქართველოში მოიწვია, რომელმაც, თავის მხრივ, იმედი გამოთქვა, რომ ვიზიტი უახლოეს მომავალში დაიგეგმება.

მხარეებმა ისაუბრეს მსოფლიოში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზეც და ერთხმად აღნიშნეს, რომ ტერორიზმს ეროვნება და რელიგიური კუთვნილება არ აქვს, ამიტომ, მის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველა




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე