აღარ მჭირდება არანაირი ხალხი, მარტო ვრჩები ამ ბრძოლის ველზე - ზაზა სარალიძე

საქართველო, თბილისი - 17:19 | 03.06.2018
ნანახია: 1229

აღარ მჭირდება არანაირი ხალხი, მარტო ვრჩები ამ ბრძოლის ველზე, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამამ, ზაზა სარალიძემ ვაკის პარკში განაცხადა, რომელმაც აქცია „აღდგეს სამართლიანობა პოლიტიკოსების გარეშე“ დატოვა.

 

ცნობისთვის, ვაკის პარკში აქცია "სოლიდარობა პოლიტიკის გარეშე" მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეების ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის ოჯახებს სოლიდარობას უცხადებენ.

მათი თქმით, ისინი ითხოვენ არა მხოლოდ მკვლელების დასჯას, არამედ იმ ადამიანების დასჯას, ვინც მათ ხელს აფარებდა.

მათივე თქმით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას ისინი არ შეურთდებიან, რადგან ფიქრობენ, რომ პოლიტიკოსები ოჯახის ტრაგედიას საკუთარი ქულების დაწერისთვის იყენებენ. 

ისინი არ ეთანხმებიან მთავრობის გადადგომის მოთხოვნას და ამბობენ, რომ გამოძიება სწორედ ხელისუფლებამ უნდა მიიყვანოს ბოლომდე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე