ვაკის პარკში აქცია "სოლიდარობა პოლიტიკის გარეშე" მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 15:52 | 03.06.2018
ნანახია: 746

ვაკის პარკში აქცია "სოლიდარობა პოლიტიკის გარეშე" მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეების ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის ოჯახებს სოლიდარობას უცხადებენ.

მათი თქმით, ისინი ითხოვენ არა მხოლოდ მკვლელების დასჯას, არამედ იმ ადამიანების დასჯას, ვინც მათ ხელს აფარებდა.

მათივე თქმით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას ისინი არ შეურთდებიან, რადგან ფიქრობენ, რომ პოლიტიკოსები ოჯახის ტრაგედიას საკუთარი ქულების დაწერისთვის იყენებენ. 

ისინი არ ეთანხმებიან მთავრობის გადადგომის მოთხოვნას და ამბობენ, რომ გამოძიება სწორედ ხელისუფლებამ უნდა მიიყვანოს ბოლომდე.

 

ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე