ზაზა სარალიძის ნდობის ჯგუფი შსს-ს შეხვდება

საქართველო, თბილისი - 22:28 | 02.06.2018
ნანახია: 1145

ზაზა სარალიძის გადაწყვეტილებით, შეიქმნება სამკაციანი ნდობის ჯგუფი და  შეხვდება შსს-ს წარმომადგენლებს - ეს განცხადება ზვიად კუპრავამ პარლამენტის წინ აქციაზე გააკეთა.

ნდობის ჯგუფის წევრებმა შსს-ს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ უნდა გაარკვიონ, თუ რა ოპერატიული ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელა გუშინ უწყებამ ცნობა, რომ ზაზა სარალიძის უსაფრთხოება არ არის დაცული.

„მე მინდა, მივმართო შსს-ს და  გახარიას, რადგან ისინი ამბობენ, რომ ზაზას მიმართ არის საფრთხე, ეს ნიშნავს, რომ მათ აქვთ რაღაც ინფორმაცია და აქვთ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რადგან ძალიან მნიშვნელოვან განცხადებებს აკეთებენ... ჩვენ მივმართავთ სამინისტროს, რომ გამოვყოფთ 3-კაციან ნდობის ჯგუფს, ძალიან ახლო გარემოცვას ზაზას, საორგანიზაციო ჯგუფიდან და გნებავთ იქით ვეახლებით შსს-ს ან თავის წარმომადგენელი მოავლინოს ჩვენთან და ჩვენ ამ საფრთხეების შესახებ გვითხრას, რათა ჩვენ შევაფასოთ ეს საფრთხეები, შევაფასოთ ასევე, რამდენად რეალისტურია ან არარეალისტურია,“ - განაცხადა ზვიად კუპრავამ

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე