დღეს, ზაზა სარალიძე პატრიარქს შეხვდება

საქართველო, თბილისი - 13:46 | 02.06.2018
ნანახია: 811

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე დღეს ზაზა სარალიძეს შეხვდება. შეხვედრის სურვილი სარალიძემ დღეს გამოთქვა. 

„ძალიან დიდი სურვილი მაქვს, თუ საშუალება იქნება, 16:00 საათზე შევხვდე ჩემს სულიერ მამას. მე მას მარტო შევხვდები და, რა თქმა უნდა, ჩემს შვილსა და ოჯახზე ვისაუბრებთ. აქცია მანამ დარჩება ძალაში, სანამ ჩემი შვილის მკვლელები, მკვლელებზე ხელის დამფარებლები, საქმის გამყალბებლები და ამ სისტემის მფარველები არ დაისჯებიან. ძალაში რჩება პრემიერისა და მინისტრთა კაბინეტის გადადგომის მოთხოვნა, რადგან სისტემას ეგენი მფარველობენ. ეს პრობლემა უკვე მოგვარებული უნდა იყოს. მე მივდივარ ჩემს სულიერ მამასთან არა იმაზე, რომ შეთანხმებებზე წავიდეთ, არამედ გავუზიარო ჩემო გაჭირვება“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

საპატრიარქოს ცნობით, ზაზა სარალიძეს ილია მეორესთან შეხვედრაზე 16:00 საათზე ელოდებიან.

ცნობისთვის, პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე სისხლიან გარჩევას ორი არასრულწლოვნის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავით სარალიძის მკვლელობაში დამნაშავე პირი დაუდგენელია. სწორედ ამასთან დაკავშირებით, უკვე რამდენიმე დღეა, პარლამენტთან აქცია მიმდინარეოვბს მოთხოვნით, დაისაჯონ მკვლელობასა და დანაშაულის დაფარვში დამნაშავე პირები. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე