სინგაპურში ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა ისევ ძალაშია

საქართველო, თბილისი - 12:45 | 02.06.2018
ნანახია: 792

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სამიტი ჩდილოეთ კორეის ლიდერთან, 12 ივნისს, სინგაპურში შედგება.

ამერიკის პრეზიდენტმა ეს განცხადება ჩრდილოეთ კორეის ლიდერის მთავარ მრჩეველთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. რომელიც თეთრ სახლს ორდღიანი ვიზიტით სტუმრობდა და მოლაპარაკებებს მართავდა თეთრის ახლის სახელმწიფო მდივანთან მაიკ პომპეოსთან.

ჩრდილოეთ კორესის წარმომადგენლისა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა საათნახევარი მიმდინარეობდა. რის შემდეგაც ამერიკის ლიდერმა განაცხადა, რომ სამიტი 12 ივნისს ჩატარდება.

თუმცა, ერთი კვირის წინ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აპირებდა მოლაპარაკების ჩაშლას. ტრამპმა გამოთქვა იმედი, რომ მოლაპარაკებები იქნება შედეგიანი, თუმცა კომენტარის ბოლოს მისი საყვარელი ფრაზა - „ვნახოთ“ გამოიყენა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე