ტყიბულში, შახტში ორი მუშა დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 12:11 | 02.06.2018
ნანახია: 698

ტყიბულში, შახტში ორი მუშა დაიღუპა. როგორც ირკვევა, აღნიშნული შემთხვევა არ მომხდარა „ჯი-აი-ჯი“ ჯგუფის შახტებში.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა მოხდა ერთ-ერთი კერძო კომპანიის ღია მოპოვებით საწარმოში.

შემ­თხვე­ვა დღეს დი­ლით მოხ­და. ად­გილ­ზე სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რი მუ­შა­ობს.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე