ბორტზე მყოფი მგზავრის გამო, რომელსაც უსიამოვნო სუნი ასდიოდა, თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა

საქართველო, თბილისი - 17:52 | 01.06.2018
ნანახია: 1463

ავიაკომპანია Transavia-ს თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა ბორტზე მყოფი მგაზვრის გამო, რომელსაც უსიამოვმო სუნი ჰქონდა. ამის შეხახებ Fox News-ი იუწყება.

მგზავრების თქმით, მას ისეთი სუნი ასდიოდა, თითქოს რამდენიმე კვირის დაუბანელი ყოფილიყო. ბორტზე მყოფმა რამდენიმე ადამიანმა გონება დაკარგა, ზოგიერთს კი პირღებინება დაეწყო.

ეკიპაჟმა სცადა მამაკაცი საპირფარეშოში  მოეთავსებინა, მაგრამ უშედეგოდ. მაშინ პილოტმა თვითმფრინავის დასმა გადაწყვიტა.

Boeing-737 ამსტერდამიდან ესპანეთის კუნძულ გრან-კანარიზე მიფრინავდა, მაგრამ ავარიულად პორტუგალიის ქალაქ ფარგოში დაეშვა. აეროპორტში მამაკაცს ექიმები დახვდნენ.

Transavia-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ავარიული დაშვება სამედიცინო ხასიათის მიზეზებით გახდა საჭირო. თუ რა აწუხებდა მამაკაცს, ან ასეთი ცუდი სუნი რატომ ასდიოდა, უცნობია.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე