აქციას 51-ე სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები შეუერთდნენ

საქართველო, თბილისი - 17:35 | 01.06.2018
ნანახია: 715

პარლამენტთან მიმდინარე აქციას 51-ე სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეებს შორის არიან ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების კლასელები.

ისინი ზაზა სარალიძეს სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებენ.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილე ყველა პირი დაისაჯოს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე