პარლამენტთან მიმდინარე აქციას ბარბარე რაფალიანცის დედ-მამა შეუერთდა

საქართველო, თბილისი - 17:31 | 01.06.2018
ნანახია: 788

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას ბარბარე რაფალიანცის ოჯახი შეუერთდა.

ბარბარე რაფალიანცის დედამ პარლამენტის წინ შეკრებილებს მიმართა და ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს სოლიდარობა გამოუცხადა.

„მე ექვსი წელი ვეძებ სამართალს, მაგრამ სამართალს ვერ ვიპოვით ამ უსამართლო ქვეყანაში. დღემდე ვეძებ მე ჩემი შვილის მკვლელებს, მაგრამ ტყუილად. შედეს ჩვენი საქმეები თაროებზე და სულ აღარ აინტერესებთ“, - განაცხადა რაფალიანცის დედამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე