ნუ ლახავთ ჩემს ღირსებას, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტია გვერდით დავიყენე - სარალიძე

საქართველო, თბილისი - 16:41 | 01.06.2018
ნანახია: 729

ნუ ლახავთ ჩემს ღირსებას, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტია გვერდით დავიყენე. ნუ აკეთებთ ამას ხალხო, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ რუსთველის გამზირზე განაცხადა, სადაც აქცია მიმდინარეობს.

მისი თქმით, ის ქართველ ხალხს მოუწოდებს და არავინ იფიქროს, რომ ის კონკრეტულად რომელიმე პოლიტიკურ პარტიას მიმართავს.

„მოვუწოდებ ქართველ ერს, არავინ იფიქროს, რომ მე მოვუწოდებ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. მე მოგიწოდებთ, როგორც ქართველებს. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ეს მმართველი გუნდიდან იქნება თუ რომელიმე პარტიიდან, შოთაძის უწყებიდან თუ გახარიას უწყებიდან. როგორც ადამიანები, ისე დამიდექით გვერდით და არა როგორც პოლიტიკოსები. ნუ ლახავთ ჩემს ღირსებას, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტია გვერდით დავიყენე. ნუ აკეთებთ ამას ხალხო“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე